საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ამირან სალუქვაძე, რომლის დაქვემდებარების ქვეშაც მსახურობდა ქართულ შეიარაღებულ ძალებში სოსო ოსორაული, ამბობს, რომ ტყვეობაში მყოფი ქართველი მფრინავი ცოცხალია.
როგორც სალუქვაძემ განაცხადა, ორი დღის წინ მას ჰქონდა კომუნიკაცია კონგოს რესპუბლიკაში მყოფ სხვა ქართველ სამხედროებთან, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოსორაული ცოცხალია და გამტაცებლებმა მას დისკოლაციის ადგილი შეუცვალეს.
“არის ინფორმაცია, ასევე ჩემი კოლეგების მხრიდანაც, რომ გაცვლაზეც არის საუბარი. მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს თვითონ კონგოს რესპუბლიკის ხელისუფლება. რაც შეეხება საფასურის გადახდას,ეს მწვავე თემაა კონგოს მთავრობისთვის, რადგან იციან, რომ ნებისმიერი თანხა გამოყენებული იქნება მათ წინააღმდეგ”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.
ქართველი მფრინავი, სოსო ოსურაული ტყვეობაში 27 იანვარს ჩავარდა და ამ დრომდე მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ოსურაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა Facebook-ზე გაავრცელა.