ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, – განაცხადა ნატოში ამერიკის ელჩმა Fox News-თან. როგორც მეთიუ უიტაკერმა. მისი თქმით, უკრაინის ომი ევროპის ომია და ამისთვის თანხა ევროპელებმა უნდა იხადონ.
„ვფიქრობ, ევროპამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ჩვენ ნატო-ში მათ ყოველთვის ორი რამის გაკეთებას მოვუწოდებთ: პირველი, უკრაინას უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ. ეს ევროპის ომია და მისთვის თანხა ევროპელებმა უნდა გამოყონ. მეორე, მათ საკუთარ თავდაცვასა და უსაფრთხოებაში უფრო მეტი ინვესტიცია, უფრო სწრაფად უნდა ჩადონ. ჩვენ მათ ვეხმარებით, მაგრამ სისტემური პრობლემები აქვთ, რომლებიც უნდა მოაგვარონ“, – განაცხადა მეთიუ უიტაკერმა.
კომენტარები
