BBC-ს გენერალურმა დირექტორმა ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია BBC პანორამა“ დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს. ფილმში დონალდ ტრამპის გამოსვლა არასწორად იყო დამონტაჟებული.
ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მონტაჟისას ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბეს და ისე წარმოაჩინეს, თითქოს ის ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობისკენ.
კომენტარები
