„ჰამასმა“ წითელ ჯვარს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს. დაჯგუფების განცხადებით, წითელ ჯვარს ამჯერად 2014 წელს მოკლული ისრაელელი ჯარისკაცის, ჰადარ გოლდინის ცხედარი გადასცეს.
მედიის ინფორმაციით, ცხედარს ისრაელში გადაასვენებენ და მას იდენტიფიკაციისთვის სასამართლო მედიცინის ეროვნულ ინსტიტუტში გადაიყვანენ. თუ მისი ვინაობა დადასტურდება, დაჯგუფება „ჰამასს“ ისრაელისთვის ოთხი მძევალი დარჩება დასაბრუნებელი.
ცნობისთვის, ჰადარ გოლდინი, რომელიც 2014 წლის აგვისტოს მოკლეს, ღაზაში 11 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ის მძევლებთაგან ერთადერთია, რომელიც ისრაელ-„ჰამასს“ შორის ომის დაწყებამდე გაიტაცეს და მოკლეს. მისი ცხედარი ანკლავის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში შაბათს იპოვეს.
კომენტარები
