აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს ტარიფებიდან მიღებული შემოსავლებიდან ანაზღაურების გადახდას ჰპირდება.
დონალდ ტრამპის თქმით, 2000-დოლარიან ანაზღაურებას მიიღებს ყველა, მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის გარდა.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სულელები უწოდა მათ, ვინც ტარიფებს ეწინააღმდეგება და განაცხადა, რომ ამჟამად აშშ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და ყველაზე პატივსაცემი ქვეყანა.
„ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან! ჩვენ ახლა ვართ ყველაზე მდიდარი, ყველაზე პატივსაცემი ქვეყანა მსოფლიოში, თითქმის ნულოვანი ინფლაციითა და საფონდო ბირჟის რეკორდული ფასებით. 401 ათასი ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ ტრილიონობით დოლარს ვიღებთ და მალე დავიწყებთ ჩვენი უზარმაზარი ვალის გადახდას – 37 ტრილიონს. რეკორდული ინვესტიციებია აშშ-ში, ქარხნები და ფაბრიკები ყველგან შენდება. ყველას გადავუხდით, მინიმუმ, 2000 დოლარს ერთ ადამიანზე (მაღალშემოსავლიანი ადამიანების გარდა)“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
