სარკინიგზო ავარია სლოვაკეთში – გვიან ღამით ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. კლინიკაში მოთავსებული მგზავრებიდან 9-ის მდგომარეობა მძიმედ ითვლება.
შემთხვევა დედაქალაქ ბრატისლავას და პეზინოკს შორის მონაკვეთზე მოხდა. ავარიის მიზეზებზე გამოძიება მუშაობს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს სლოვაკეთში მომხდარი უკვე მეორე სარკინიგზო ავარიაა.
კომენტარები
