ეკვადორის ციხეში მომხდარი ამბოხის შედეგად ათობით პატიმარია დაღუპული.
ამბოხი კვირას, დილის საათებში დაიწყო.
ციხის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ციხის ამბოხისას ოთხი პატიმარი დაიღუპა და 33 დაშავდა, თუმცა, მოგვიანებით, როდესაც სასჯელაღსრულების ტერიტორიაზე ციხის ადმინისტრაცია კვლავ შევიდა, მათ 27 ჩამომხრჩვალი პატიმრის ცხედარი აღმოაჩინეს. ამასთან, დაზიანება მიიღო პოლიციის ერთმა ოფიცერმა.
მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა იუწყება, რომ ციხიდან ისმოდა სროლის, აფეთქებების ხმა, ასევე პატიმრები ითხოვდნენ დახმარებას.
კომენტარები
