უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ 100 მილიონი დოლარის კორუფციული სქემა გამოავლინა ენერგეტიკულ სექტორში. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, სქემის უკან „მაღალი დონის კრიმინალური ორგანიზაცია“ იდგა, რომელსაც ბიზნესმენი ხელმძღვანელობდა. კორუფციულ სქემაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მრჩეველი და უკრაინის სახელმწიფო ბირთვული კომპანიის, „ენერგოატომის“ უსაფრთხოების უფროსი. ისინი აკონტროლებდნენ შესყიდვებს და აიძულებდნენ კონტრაქტორებს, გადაეხადათ უკანონო მოსაკრებლები.
15 თვის განმავლობაში მიმდინარე გამოძიებისას ათობით ჩხრეკა ჩატარდა და სხვადასხვა ვალუტაში დიდი რაოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს.
„ენერგოატომმა“ დაადასტურა, რომ მის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა და გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ თანხმობა განაცხადა.
კომენტარები
