უკრაინული ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქსა და ზაპოროჟიეში ორი სოფელი დაიკავეს. პლატფორმის ცნობით, რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქში კატერინივკა და ზაპოროჟიეს ოლქში ნოვომიკოლაევკა აიღო და ორივე რეგიონში რამდენიმე მიმართულებით წინ წაიწია.
გარდა ამისა, DeepState-ის ინფორმაციით, რუსული არმია დონეცკის ოლქში ალექსანდრო-კალინოვიესა და ლუჩის მახლობლად, ასევე ზაპოროჟიეს ოლქში სლადკეს, ნოვოეესა და იაბლოჩნოეს სოფლების მახლობლად წინ წაიწია.
რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ მიმართულებას, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, დონეცკის ოლქში, პოკროვსკის და მირნოგრადის რაიონებში სიტუაცია კვლავ დაძაბულია, უკრაინული ძალები ცდილობენ, პოზიციები შეინარჩუნონ, ხოლო რუსული საოკუპაციო ძალები კი ამ ტერიტორიაზე წინსვლას აგრძელებენ.
ISW-ის ცნობით, უკრაინული ძალები აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს როდინსკე, რომელიც პოკროვსკის ჩრდილოეთით მდებარეობს.
