კანადაში მოღვაწე პოლიტოლოგი ივან კაჩანოვსკი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკავშირის ტიმურ მინდიჩის შესახებ, რომელიც უკრაინიდან გაიქცა, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
კაჩანოვსკის განცხადებით, მინდიჩს, ერთ-ერთ აბაზანაში ოქროს უნიტაზი აქვს, სადაც მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო თავად ზელენსკის უსმენდა.
„ზელენსკის ახლო ბიზნესპარტნიორი, ტიმურ მინდიჩი უკრაინიდან რამდენიმე საათით ადრე გაიქცა, სანამ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო მის სახლში ჩხრეკას ჩაატარებდა და ენერგეტიკის სექტორში [ფულადი თანხების] მითვისების საქმის დეტალებს გაასაჯაროებდა, რომელშიც ის ეჭვმიტანილის სახით ფიგურირებს. მას ბინის ერთ-ერთ აბაზანაში ოქროს უნიტაზი აქვს, სადაც, მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო თავად ზელენსკის უსმენდა“, – წერს კაჩანოვსკი.
