დამასკოს ეროვნული მუზეუმიდან ექვსი უძველესი ქანდაკება მოიპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ქურდმა მინის ვიტრინა გატეხა და ექვსი ქანდაკება მოიპარა. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
დამასკოს ეროვნული მუზეუმი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძველესი კულტურული დაწესებულებაა და სირიის არქეოლოგიური და მხატვრული მემკვიდრეობის კოლექციას ინახავს.
კომენტარები
