სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სომხეთი რუსულ მარცვლეულზე უარის თქმას აპირებს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა მედიასთან განაცხადა.
„ეს შეუძლებელია“, – აღნიშნა ფაშინიანმა შესაბამის კითხვაზე პასუხად.
მანამდე, რუსეთის საგარეო დაზვერვაში განაცხადეს, რომ პოლიტიკური მოსაზრებებიდან სომხეთს სურს, „ჩაეხსნას“ მოსკოვს და დახმარება გაუწიოს უკრაინას კიევისგან მარცვლეულის უფრო მაღალ ფასად შეძენით.
„მრავალი წლის განმავლობაში სომხეთი რუსეთში მარცვლეულს ყიდულობდა. ახლა სომხებს, როგორც ამბობენ, პოლიტიკური მოსაზრებებიდან „სურთ ჩაეხსნან“ მოსკოვს და დახმარება აღმოუჩინონ უკრაინას მარცვლეულის საჭირო მოცულობის ნაწილის შეძენით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის პრესბიუროს განცხადებაშია.
ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ უკრაინული მარცვლეული თითქმის 1,5 ჯერ ძვირია რუსულზე.
„ბრიუსელს სთავაზობენ, აანაზღაუროს უკრაინული მარცვლეულის ღირებულების სხვაობა“, – აღნიშნეს რუსეთის საგარეო დაზვერვაში.
