უკრაინა შეიარაღებულ ძალებში ადამიანური რესურსის მობილიზებასთან დაკავშირებით „უზარმაზარ პრობლემას“ აწყდება, რადგან მამაკაცები საზღვარგარეთ მიდიან, – ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„ჩვენ უზარმაზარი პრობლემა გვაქვს ჯარისკაცებთან — ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.
კიევის მერმა რუსეთის თავდასხმები „კომპიუტერულ თამაშს“ შეადარა, რადგან, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ისინი უბრალოდ განაგრძობენ შეტევას და არ აინტერესებთ დაღუპული ჯარისკაცები.
მოქმედი წესების თანახმად, უკრაინელთა მობილიზება 25 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი. კლიჩკოს ინიციატივაა, რომ ეს შეიცვალოს.
„ადრე 18 წლის ახალგაზრდები ჯარში მსახურობდნენ, მაგრამ ისინი ბავშვები არიან. ამჟამად უკრაინაში მხოლოდ 25 წლიდან შეიძლება მობილიზება. შეიძლება, ეს ვადა ერთი ან ორი წლით, 23 ან 22 წლამდე შემცირდეს“, – აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.
კიევის მერმა განაცხადა, რომ უკრაინის ადამიანურ რესურსებსა და რუსეთის მთლიან რაოდენობას შორის დისბალანსი სულ უფრო მწვავდება.
კლიჩკოს თქმით, მილიონობით უკრაინელი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია ამ გადინების შეჩერებაზე, როგორც კი ქვეყანაში მშვიდობა დაბრუნდება.
„მათ ბრძანება აქვთ და წინ მიიწევენ. ჩვენ წარმატებით ვიცავდით ქვეყანას თითქმის ოთხი წელი, მაგრამ ეს რთულია. ბრძოლის გამბედაობა ჯერ კიდევ არსებობს – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ბედნიერი ვიქნებით, თუ ახალგაზრდების ნახევარი დაბრუნდება. ამისთვის კი მშვიდობა, სამუშაო ადგილები და ცხოვრების კარგი ხარისხი გვჭირდება. ომის შემდეგ უზარმაზარი გამოწვევის წინაშე ვიქნებით“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
