პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ვარშავა კიევის ინტერესებს საკუთარზე მაღლა არ დააყენებს. ამ თემაზე მან გამოცემა Wpolsce24-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ეს უნდა იყოს პარტნიორული ურთიერთობები, პოლონური და უკრაინული სახელმწიფოების ინტერესებს შორის სიმეტრიის პოვნის მცდელობა. არ შეიძლება, რომ პოლონეთის ინტერესები უკრაინის ყველა პოსტულატის რეალიზაციის გარანტად ჩავთვალოთ“, – განაცხადა მან.
ამასთან, ნავროცკიმ დასძინა, რომ პოლონეთი ეხმარებოდა და ეხმარება უკრაინას და მისი მოვალეობაა პოლონელების ხმით ისაუბროს.
კომენტარები
