სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, ევროპა რუსეთთან ომისთვის ემზადება.
სერბულ მედიასთან საუბრისას ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ ფაქტების გაანალიზების შედეგად, მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ევროპა-რუსეთის პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის რისკი უფრო და უფრო აშკარა ხდება.
ვუჩიჩმა მზარდი დაძაბულობის ერთ-ერთ მაგალითად საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ფაბიენ მანდონის ბოლოდროინდელი განცხადება დაასახელა. მანდონის თქმით, ფრანგული არმია უახლოეს 3-4 წელიწადში რუსეთთან შესაძლო კონფრონტაციისთვის მზად უნდა იყოს.
კომენტარები
