თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოში C-130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ყველა ასეთი ტიპის თვითმფრინავის ფრენა დროებით შეაჩერა.
„12 ნოემბრიდან C-130 ტიპის ჩვენი ყველა თვითმფრინავის ფრენა უსაფრთხოების მიზნით დროებით შეჩერებულია. ფრენები დეტალური ტექნიკური შემოწმებების შემდეგ განახლდება“, – აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან ერთად, როგორც თურქეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთები უკვე ნაპოვნია და თურქეთშია გადაგზავნილი. მათ ანკარაში შეისწავლიან.
კომენტარები
