პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისლამაბადში აფეთქების უკან ავღანელი თვითმკვლელი ტერორისტები დგანან.
მისივე თქმით, დამნაშავეები დადგენილია.
„ისლამაბადში, სასამართლოსთან აფეთქების უკან ავღანელი თვითმკვლელი ტერორისტი იყვნენ. ასევე, ვანას კადეტთა კოლეჯში თვითმკვლელი თავდამსხმელებიც ავღანეთიდან იყვნენ. ორივე ინციდენტში თავდამსხმელები ავღანელები არიან“, – განაცხადა პაკისტანის შს მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 27 დაშავდა. ერთ-ერთი აფეთქება საოლქო სასამართლოს შენობასთან მოხდა, მეორე კი – სამხრეთ ვაზირისტანის ოლქში მდებარე სამხედრო სკოლასთან, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები
