აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მაყაშვილის ოჯახის წევრთა ინფორმაციით, დაკავებული სპორტსმენი ადვოკატმა დღეს მოინახულა.
ნათესავებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო პროცესის შემდეგ მას გაათავისუფლებენ.
“ეს არის დიდი გაუგებრობა. ლევანი ცნობილი ადამიანია და ამერიკაში მცხოვრები ქართველები, ხშირად სრულიად უცნობი ადამიანები ულოცავენ, ეფერებიან და ცდილობენ პატივი სცენ. შესაძლოა რამდენიმეჯერ რომელიმე მათგანთან ნახეს ლევანი და ამიტომაც მოხდა მისი დაკავება. მას დრო მხოლოდ ოჯახისთვის და სპორტისთვის აქვს. აქტიურად ვარჯიშობს და სხვა რამისთვის დრო არ რჩება. იმედია, გაირკვევა ყველაფერი და მას სასამართლო გაათავისუფლებს,” -აცხადებენ დაკავებული სპორტსმენის მშობლები.
ნიუ-იორკში დაკავებულებს შორის 15 ქართველია, რომელთა შორის ქართველი სპორტსმენებიც არიან.