გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ ფოთში, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაცია უწყების ოფიციალურ გვერდზე გასაჯაროვდა.
ორი მოქალაქე მდინარე კაპარჭინაზე, ე.წ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, მოტორიანი ნავიდან იჭერდა თევზს.
კანონდარღვევის გამოვლენის მიზნით, მოქალაქეებზე განხორციელდა დევნა, რა დროსაც მათ აკრძალული იარაღი – ელექტროშოკური აპარატი მდინარეში გადააგდეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს და დალუქეს მოტორიანი ნავი, ორი ცალი ნიჩაბი, დენის წყარო და ე.წ.ჩოგანბადე.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მდინარეში ჩაგდებული ელექტროშოკური აპარატის ამოღების ღონისძიება.
კომენტარები