ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუას თვვითმკვლელობამდე მიყვანა ბრალდებოდა, გაამართლა.
პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. გოდერძი თევზაძეს პროკურატურა უფლებამოსილების გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებოდა, სასამართლომ კი სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ორივე ნაწილში გაამართლა.
დემურ სტურუამ სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. სტურუამ წერილი დატოვა და მასზე ზეწოლაში გოდერძი თევზაძეს ადანაშაულებდა.
კომენტარები