ძალიან თბილი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა ქართულ დიასპორასთან. ამისთვის მადლობას ვუხდი მამა იოანესა და რომის სამრევლოს. შეხვედრაზე გამაცნეს თავიანთი მრავალმხრივი საქმიანობა, რომელიც მოიცავს როგორც ქართული ენის პოპულარიზაციას, ისე სახელოვნებო პროექტებს, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ რომის სამრევლოსთან არსებული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების პედაგოგებსა და ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.
„დავგეგმეთ, რომ მომავალი წლიდან უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ევროპაში ჩვენი ხმა მკაფიოდ უნდა ისმოდეს, ამისათვის მნიშვნელოვანია ჩვენი დიასპორის აქტიურობა. მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. ვფიქრობ, რომ საელჩო უკვე ძალიან კარგად არის ინტეგრირებული და ახლა კულტურის სამინისტროც ჩაერთვება, რათა კიდევ უფრო მეტი ერთობლივი პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
თინათინ რუხაძე რომის სამრევლოსთან არსებული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების პედაგოგებსა და ხელმძღვანელებს შეხვდა.
