ჩინეთთან უთანხმოების ფონზე, იაპონია ტაივანის მახლობლად, კუნძულ იონაგუნიზე სარაკეტო სისტემების განთავსებას გეგმავს. იაპონიის თავდაცვის მინისტრის, შინჯიროკოიზუმის განცხადებით, რაკეტების განთავსება იაპონიაზე შეიარაღებული თავდასხმის რისკებს შეამცირებს.
„ის მოსაზრება, რომ ეს რეგიონში დაძაბულობას გაამწვავებს, არასწორია“, – განაცხადა იაპონიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
იაპონია გეგმავს საშუალო რადიუსის მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტების განთავსებას იონაგუნიში, რომელიც ტაივანიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 110 კილომეტრში მდებარეობს. იაპონური მედია წერს, რომ ეს ნაბიჯები ასახავს ტოკიოს შეშფოთებას ჩინეთის მზარდი სამხედრო ძალისა და ტაივანის გამო შეტაკების პოტენციალის შესახებ.
კომენტარები
