ტრამპის კრიტიკა უკრაინას და საყვედური ევროპას: “უკრაინის “ხელმძღვანელობას” ჩვენი ძალისხმევისთვის მადლიერება არ გამოუხატავს და ევროპა რუსეთიდან ნავთობის ყიდვას განაგრძობს”, – წერს ამერიკის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
რუსეთთან ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხები ომის პარალელურად – თბილისში თემაზე პოლიტიკური განცხადებები კეთდება.
მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ როდესაც მათი ოპონენტები ხელისუფლებას ბრალდებებს უყენებდნენ რუსეთთან ვაჭრობის კონტექსტში, ახლა ისინი არაფერს ამბობენ ევროკავშირზე და ომის პარალელურად რუსეთისთვის მილიარდობით გადარიცხულ თანხებზე.
“სხვა რამეს ამბობენ ევრობიუროკრატები, ხოლო საქმით აბსოლუტურად სხვა რაღაცას ადასტურებენ. თვითონ ძალიან კარგადაც ვაჭრობენ, საკმაოდ სოლიდურ სავაჭრო ბრუნვაზეც გადიან რუსეთთან და საქართველოს ისეთ რამეს სთხოვდნენ და დღესაც სთხოვენ, რომლის განხორციელებაც ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის ჩამონგრევით და საბოლოო ჯამში, ომში გახვევით უქადდა. თვითონ, ამ საკითხს ძალიან ლიბერალურად უყურებენ, შეუძლიათ უპრობლემოდ ივაჭრონ რუსეთთან და ეს მათი აზრით, არაფერ ცუდზე არ მეტყველებს. ამავდროულად შეუძლიათ ნაკლები თანხები გაიღონ ვიდრე ეს ვაჭრობის საერთო თანხაა რუსეთის ფედერაციაზე”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათკაშვილმა.
