უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების არაფორმალური სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს უკრაინაში ომის გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის საჭირო ფინანსები არ აქვს.
ორბანმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს „28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ამერიკელებმა წარადგინეს“.
მისი თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ „ერთი რამის დადგენა შემიძლია დანამდვილებით“: „ევროკავშირს სურს ომის გაგრძელება ისე, რომ არ აქვს ერთი ფილერიც კი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისთვის“.
„არ არის ხელმისაწვდომი არცერთი ფილერი უკრაინის ფუნქციონირების დასაფინანსებლად, და არც ერთი იდეა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიპოვონ ეს თანხა. ერთადერთი იდეა, რაც აქვთ, არის ის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა შეაგროვონ [თანხა], ან ავიღოთ საერთო სესხი“, – დასძინა ორბანმა.
