ლაპლანდიაში რუსეთთან საზღვრის მშენებელობა ფინეთმა თითქმის დაასრულა, – ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს. დაგეგმილი 8-კილომეტრიანი, 4,5 მეტრის სიმაღლის ღობის მონაკვეთი ლაპლანდიაში, ფინეთი-რუსეთის საზღვარზე თითქმის დასრულებულია. საუბარია საზღვრის მონაკვეთზე, რომელიც ფინეთის აღმოსავლეთში მდებარეობს.
სასაზღვრო სამსახურში ამბობენ, რომ უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით ამ მონაკვეთზე მუდმივ კონტროლს შეძლებენ ადამიანების მცირე რაოდენობის ჩართულობით და პატრულირება საჭირო იქნება იმ მონაკვეთებზე, სადაც ღობე არ არის.
ახალი კამერები ან სადამკვირვებლო პუნქტები განლაგებულია ყოველ 20 მეტრში. 9 დეკემბერს ადგილზე ჩავა ინსპექცია სამუშაოების დასრულების დასადასტურებლად.
სასაზღვრო სამსახურში გეგმავენ, რომ 2026 წლის ზაფხულამდე დაასრულონ ღობის ყველა დაგეგმილი მონაკვეთი აღმოსავლეთ საზღვარზე.
როგორც ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, რუსეთთან საზღვრის თითქმის 1 300 კმ-ის ღობით გადაკეტვა შეუძლებელია – ღობის ყოველი კილომეტრი, ყველა საშუალებით, დაახლოებით 1,8 მლნ ევრო ღირს. ამიტომ სასაზღვრო სამსახურმა განსაზღვრა პრიორიტეტული მონაკვეთები, სადაც ღობე უფრო მიზანშეწონილი იყო.
