რუსული მხარის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა, თავდასხმის სამიზნე კი, საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა გახდა.
ამასთან, დნეპროვსკის ოლქში იერიშების შედეგად დაზიანდა ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, სვიატოშინსკის რაიონში ოთხი ადამიანი დაიღუპა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ სახლებზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, იერიშების სამიზნე ოდესას რეგიონიც გახდა.
