ძველები „ახლებს“ აგინებენ, „ახლები“ ძველებს აუგად მოიხსენიებენ. რეალურად, ეს არის თვითლიკვიდაციის რეჟიმი, – განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „ახალს“ შორის დაპირისპირებაზე. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახლის“ ლიდერებს ხელისუფლებასთან გარიგებულებს და გაყიდულებს უწოდებს.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, ისე მიდის პროცესი თვითლიკვიდაციის, რომ შესაძლოა „ნაცმოძრაობამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც კი ფაქტობრივი თვითლიკვიდაცია განახორციელოს.
„ძველები „ახლებს“ აგინებენ, „ახლები“ ძველებს აუგად მოიხსენიებენ. რეალურად, ეს არის თვითლიკვიდაციის რეჟიმი. ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაცმოძრაობის“ გაუქმებასთან დაკავშირებით სარჩელი, მაგრამ ისე მიდის პროცესი თვითლიკვიდაციის, რომ შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც კი ფაქტობრივი თვითლიკვიდაცია განახორციელოს „ნაცმოძრაობამ“ და მხოლოდ ქაღალდზე იყოს საჭირო ამ ყველაფრის დაფიქსირება. ეს არის მოცემულობა და იცით რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მათი ამოსავალი წერტილი არ არის ქვეყნის, საქართველოს ინტერესები. მათი ამოსავალი წერტილი იყო ვინ იქნებოდა იქ პირველი, ძალაუფლება ვისი იქნებოდა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
