ჯეფრი საქსის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი კეთილსინდისიერი ლიდერი რომ იყოს, ომი დასრულდებოდა. ამერიკელი პროფესორის შეფასებით, ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი ხალხის სიცოცხლეზე მაღლა სხვა პრიორიტეტებს აყენებს.
საქსის თქმით, თუ უკრაინა მშვიდობის ნაცვლად ომის გაგრძელების გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას ზურგი უნდა აქციოს. საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ამ ომით დიდი სიმდიდრე დააგროვა.
„ზელენსკი ფაქტობრივად დიქტატორია, რომელიც ქვეყანას სამხედრო კანონით მართავს. თუ უკრაინის პოლიტიკის ლიდერები იტყვიან, რომ ბრძოლა უნდა განაგრძონ, იმედი მაქვს, ამერიკის შეერთებული შტატები უპასუხებს – მაშინ თქვენ მარტო ხართ. აღარ იქნება არც იარაღის მიწოდება, არც დაფინანსება და არც მხარდაჭერა. ვაშინგტონმა კიევი მარტო უნდა დატოვოს, რადგან უკრაინა უარს ამბობს მშვიდობაზე, მაშინ როცა ბრძოლის ველზე მარცხდება. უკრაინის პრეზიდენტი ღირსებაზე და პარტნიორების, ანუ ამერიკის დაკარგვაზე დარდობს და არ აფიქრებს 2 მილიონამდე დაღუპული და მძიმედ დაშავებული უკრაინელი. ზელენსკი ილუზიებშია და ქვეყანას დიდი კორუფციული სკანდალის ფონზე მართავს. ძალიან ბევრი ფული გააკეთეს ზელენსკიმ და მისმა დამქაშებმა ამ ომში. ის რომ სერიოზული და კეთილსინდისიერი ლიდერი იყოს, ამ ომს დაასრულებდა“, – განაცხადა საქსმა.
