პატრიარქის დაცვაში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის პირადი შემადგენლობა შეიცვალა. პატრიარქის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა სოსო ელიზბარაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” დაუდასტურა, რომ ის პატრიარქის პირად დაცვაში აღარ არის. როგორც მან აღნიშნა, ის რჩება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და აგრძელებს სხვა დეპარტამენტში საქმიანობას.
კომენტარები
