მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება იქნება საბოლოო ან დასკვნით ფაზაში, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„გასული კვირის განმავლობაში, ჩემმა გუნდმა უდიდეს პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებით (ომი, რომელიც არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!). გასულ თვეს 25,000 ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაპირველი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო შედგენილი, დაზუსტდა ორივე მხარის დამატებითი წინადადებების გათვალისწინებით, და დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე შეუთანხმებელი პუნქტი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ამ სამშვიდობო გეგმისთვის საბოლოო სახის მისაცემად ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს დავავალე შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან მოსკოვში, და ამავდროულად, არმიის მდივანი დენ დრისკოლი შეხვდება უკრაინელებს“, – დასძინა დონალდ ტრამპმა.
