ჩვენთან დავა ამ საკითხზე დაკავშირებულია კონკრეტულ მიზანთან, რომ საქართველოში სიტუაცია შეირყეს და დესტაბილიზაციამ გამოიწვიოს მთავრობის ცვლილება, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ევროკავშირის მიერ მიღებული ახალი დირექტივის კომენტირებისას.
„საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს [კანონის გამკაცრება] გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო მიღებული. ვფიქრობთ შეაჩერეს, ვინაიდან ეს იყო დავის თემა, რომელიც წარმოეშვა ევროსაბჭოს როგორც სტრატეგიული გეგმა საქართველოს მიმართ. მაშინ შეაჩერეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტურბულენტურ სამყაროში ევროპაც იცავს თავის თავს მავნე გავლენებისგან, რომელიც შესაძლოა მესამე მხარეს, ქვეყანას გააჩნდეს. ჩვენთან დავა ამ საკითხზე დაკავშირებულია კონკრეტულ მიზანთან, რომ საქართველოში სიტუაცია შეირყეს და დესტაბილიზაციამ გამოიწვიოს მთავრობის ცვლილება, მათ შორის ძალადობრივი გზით“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
