უნგრეთი მზადაა, უკრაინის კრიზისის მოგვარების განსახილველად პლატფორმა უზრუნველყოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, კრემლში, რუსეთს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უნგრეთი სუვერენულ საგარეო პოლიტიკას ატარებს.
„დღევანდელი შეხვედრა შესაძლებლობას იძლევა დავადასტუროთ, რომ უნგრეთი მზადაა უზრუნველყოს პლატფორმა ასეთი მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში. ვიმედოვნებთ, რომ ცოტა ხნის წინ გამოცხადებული სამშვიდობო ინიციატივები საბოლოოდ სწორედ ამ მშვიდობამდე მიგვიყვანს,“ – აღნიშნა ორბანმა.
უნგრეთს მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უნგრეთი გარე ზეწოლას არ დაემორჩილა და მოსკოვთან თანამშრომლობის განვითარებას აგრძელებს.
„ჩვენ სუვერენულ საგარეო პოლიტიკას ვატარებთ. რუსეთთან ჩვენს მიდგომაში თანმიმდევრულები ვართ. ჩვენ მნიშვნელოვან სფეროებში ვთანამშრომლობთ. ჩვენ არ დავემორჩილეთ გარე ზეწოლას და არცერთ ამ მნიშვნელოვან სფეროში არ შეგვიწყვეტია თანამშრომლობა“, – განაცხადა ორბანმა.
