რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს, თუმცა უკრაინაში კორუფცია საქმეს არ აადვილებს, – განაცხადა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებთან. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, უკრაინულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სპეციალურ წარმომადგენელ, სტივ უიტკოფს ესაუბრა.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ისინი კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანების მკვლელობა შევაჩეროთ. მე ვესაუბრე მათ და ისინი კარგად მუშაობენ. უკრაინას რთული პრობლემები აქვს, ვგულისხმობ კორუფციასთან დაკავშირებულ სიტუაციას, რაც საქმეს არ აადვილებს, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ეს დასრულდეს. ვფიქრობ, არსებობს კარგი შანსი, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, – აცხადებს ტრამპი.
კომენტარები
