საბერძნეთში ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა ფერმერების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
პროტესტის მიზეზი ევროკავშირის სუბსიდიების შეფერხება გახდა, რაც ქვეყანაში კორუფციული სკანდალით იყო გამოწვეული. საქმე ეხება სუბსიდიების მისაღებად ფერმერების მიერ ინფორმაციის გაყალბებას მიწისა და პირუტყვის მფლობელობის შესახებ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
კომენტარები
