„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გადადგომამდე ვოლოდიმირ ზელენსკის „ისტერიკა მოუწყო“.
როგორც მედია წერს, ანდრეი ერმაკს ბოლო წუთამდე არ სჯეროდა, რომ თანამდებობიდან გადააყენებდნენ და, როდესაც განცხადების დაწერა სთხოვეს, ერმაკმა პრეზიდენტ ზელენსკის „ისტერიკა მოუწყო“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელად მუშაობის დროს ერმაკი სახელმწიფო თანამდებობაზე ლოიალური ადამიანების დანიშვნაზე იყო ფოკუსირებული. თუმცა, როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ერმაკისთვის კრიტიკულ მომენტში მის მიერ თანამდებობაზე დანიშნულმა არც ერთმა პირმა არ დაიცვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მეთაური.
„მას ზურგი აქცია მანაც, ვისი სახელით და ნებით, ფაქტობრივად, ბოლო წლებში ერმაკი იყო სახელმწიფოს თანამმართველი“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ერმაკს როდესაც ურჩიეს გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა, მან ზელენსკის „ნახევარსაათიანი ისტერიკა მოუწყო“, საყვედურებით და ბრალდებებით.
„როგორც ამბობენ, ერმაკი ყველაზე მეტად გაბრაზდა, იმის გამო, რომ ის პრეზიდენტმა მიატოვა“, – განაცხადა „უკრაინსკაია პრავდასთან“ საუბარში ერმაკის ახლო წრის წარმომადგენელმა.
„ერმაკი არ გახლდათ პირველი მეგობარი, რომლის გუნდიდან გარიცხვაც ზელენსკის მოუწია. ერმაკისთვის კი, ეს პირველი გამოცდილება იყო და სავარაუდოდ ამიტომაც იყო მისი რაქცია ასეთი ემოციური“, – წერია სტატიაში.
