ჩვენ მათ 1-დან 5 მილიარდ დოლარამდე კომპენსაციისთვის ვუჩივლებთ, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, BBC-სთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.
„ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთო, მათ აღიარეს კიდეც, რომ მოატყუეს“, – თქვა ტრამპმა. „მათ შეცვალეს ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვები“.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე არ უსაუბრია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, თუმცა მას უახლოეს დღეებში დაურეკავს. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, თავად სტარმერმა მასთან დაკავშირება სცადა და ინციდენტის გამო „ძალიან შერცხვენილი იყო“.
BBC-ს გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა ტრამპის გამოსვლის მონტაჟთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე თანამდებობები დატოვეს.
კომენტარები
