ჟურნალისტი ზაზა სვანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ალეკო ელისაშვილის შესახებ წერს.
”მეორე დღეა ვფიქრობ რა ფორმით დავწერო ეს პოსტი და ვერ მომიფიქრებია; რთული თემაა ადამიანური, სამართლებრივი, პოლიტიკური და ყველანაირი თვალსაზრისით, იქნებ არც უნდა დავწერო, იმიტომ რომ დაკავებულზე წიხლის ჩაყოლება და ჰაა შე არასწორო, მიიღე მისაღები და მსგავსი პასაჟების ფონზე, ნიშნის მოგებით მიძახება არ მოსულა, მაგრამ მეორეს მხრივ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა, და რომელსაც აქვს ამბიცია ჩაიბაროს ამ ქვეყნის ბედი… 🤷♂️
ამბავი რომელსაც ახლა ვყვები დიდი ხნის წინანდელია, ზოგს ახსოვს, ზოგს არა – ვიღაცაებს შეიძლება ბუნდოვნად,
მიშას პერიოდია, სადღაც 2010, მაშინ ნაცებისადმი კრიტიკულად განწყობილ “კავკასიაში” ( ჯანგირაშვილის თოქ-შოუში ) დებატია; ერთ მხარეს პროსახელისუფლებო
ორგანიზაციები წარმოადგენენ, მეორე მხარეს მალხაზ გულაშვილის მაშინ ახლადშექმნილი სახალხო მართლმადიდებლური ორგანიზაციის წევრები; ვინ პრორუსული, ვინ პროამერიკული, ვინ მტყუანი, ვინ მართალი, არ განვიხილავ, ისედაც ვრცელ პოსტს არ დავაგრძელებ, ერთს ვიტყვი, რომ ორივე მხარე ოფიციალურად იყო მიწვეული სტუდიაში და ორივე მხარეს ჰქონდა იქ ყოფნის კანონიერი უფლება.
გადაცემის მსვლელობისას, რაღაც მომენტში სტუდიაში ვითარება დაიძაბა, სტუმრებმა ერთმანეთი მამა/პაპურად შეამკეს – არაფერი ახალი და გასაკვირი, იმ დროისთვისაც ნორმა იყო ასეთი რამ, ( მაკა რაზმაძის ეთერებში არ დაწყებულა ნამდვილად )
სად იყო და სად არა “კავკასიის” ეზოში, სასულიერო პირები გამოჩდნენ, მოვარდნენ გულაშვილის ორგანიზაციის მომხრეებიც; პირდაპირი ეთერი ჩაიშალა, მეც ავედი იმ ღამით “ტელევიზიასთან”, იქვე ვიყავი აქტივისტ ხატია შიუკაშვილის სახლში, ერთად ვუყურებდით გადაცემას და მომენტალურად გავჩნდით ხორავას თეატრის უკანა ეზოში.
იმას ვუსვამ ხაზს, რომ ჩემი თვალით ნანახს ვყვები, ეთერში გასულს კი არა; სტუდიაში შემოვარდა ალეკო ელისაშვილი და ნავთზე ცეცხლი დაასხა – ქუჩურ-ხულიგნურ ფორმატში დაერია ამ ბიჭებს, სტუმრად მიწვეულებს, გარედან შემოსულებს და მისი გრძელი ხელები სულ სახეებთან უქნია…
ტელევიზიის ეზოში ხელი მოხვდა აქუბარდიასაც.
ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ ამბავზე ექვსი თუ შვიდი ადამიანი დააკავეს.
მათმა ლიდერმა, მალხაზ გულაშვილმა ქვეყნიდან გაასწრო და რუსეთში გადავიდა, მაგრამ იმდენად უხერხული იყო მისგან თავის დაღწევა, მოტრიალდა და ჩაჯდა ცოტა ხანი.
ისეთი ჩხუბი, რომლის მსგავსიც თბილისის რესტორნებში ყოველ/ღამით ხდება (თან არაერთი) და ამის გამო ხუთას ლარიანი ჯარიმებითაც კი იშვიათად აჯარიმებენ, ტიპებს სული ამოხადეს, ხუთ წლიანებზე გაუშვეს.
( მიშას სასამართლომ თავი გამოიჩინა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მოძრაობის ხალხი ციხეებში ამხელა სასჯელებით ჩაყარა )
რატომ ?
მურუსიძე მაშინაც მურუსიძე იყო და სასამართლო მაშინაც სასამართლო იყო, მაგრამ მთავარი, ელისაშვილი მაშინაც აგრესიული და ფსიქიკურად შერყეული ნაძირალა იყო, რომლის პროვოკატორულ ხელების ქნევას შვიდი ადამიანის თავისუფლება შეეწირა რამდენიმე წლით.
აქვე, ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ამ პოსტის გამო, თუ ნახავს რომელიმე მათგანი, იქნებ არც ესიამოვნოთ ძველი იარების გახსნა, უბრალოდ იცით რა მინდა ვთქვა ?
სიბოროტის თესვა, ოჯახების აწიოკება/ გაუბედურება, არავის შერჩენია! მურუსიძის სასამართლო თუ გამოიტანს არასწორ ვერდიქტს, ცხოვრებაა მიუკერძოებელი და ყველაზე დამოუკიდებელი სასამართლო…
წლები გავიდა, ის ბიჭები ვადაზე ადრე გამოვიდნენ, ( “ოცნება” მოვიდა და პოლიტპატიმრების ეგიდით გამოუშვეს ) ამ წლების განმავლობაში,
ალეკოს ერთხელ არ მოუხდია ბოდიში მისი პროვოკაციის შედეგად დაკავებულთათვის და მათი ოჯახებისთვის, არსად და არცერთ ვითარებაში. მართალია ოფიციალურ ჩვენებებში მათ დაკავებას არ ითხოვდა და მოგვიანებით სასამართლოში მოწმედ დაბარებულმა ტონალობაც შეარბილა, ( ჯანგირაშვილთან ერთად ) მაგრამ სააკაშვილის სასამართლოში ჩავარდნილ ასეთ რადიკალ ოპონენტებს, ადვილად არავინ გაუშვებდა.
მაშინ არაერთხელ გაისმა ელისაშვილის მისამართით წყევლა, გინება, რამდენჯერ უთქვამთ, გავა წლები და ალეკო დაისჯება ამის გამოო, ცხოვრება გასცემს პასუხს ამ ბიჭების ოჯახების აწიოკების გამოო…
სამყაროს კანონზომიერება, ღმერთი, კოსმოსი, განგება, კარმა თუ რაც გინდათ დაარქვით,
უპასუხოდ მართლაც არავის ტოვებს..
დაიხსომეთ ეს ხალხო, ჟურნალისტიკის, პოლიტიკის, კოსმონავტიკის და ვაფშე არაფრის სახელით არ ღირს, ადამიანების გამწარება – ცხოვრება დაუნდობელია !”-წერს სვანაძე.





