ინდოეთში, გოაზე, ერთ-ერთ პოპულარულ ღამის კლუბში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ცხედრების უმეტესობა სამზარეულოსთან აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაღუპულების დიდი ნაწილი კლუბის თანამშრომელია. მათივე ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის რამდენიმე ტურისტია.
6 დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ხანძარი სავარაუდოდ, სამზარეულოში გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.
კომენტარები
