ევროკავშირის მიერ ამერიკული სოციალური ქსელის დაჯარიმებას, ევროკავშირში შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა. ენდრიუ პაზდერმა ევროპული ცენზურა დაგმო და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი სამართლიან, ღია და ორმხრივ ვაჭრობაში ჩაერთვება.
პაზდერი წერს, რომ 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა ევროკავშირის მიერ ამერიკული ინოვაციების მიმართ მარეგულირებელი ორგანოების გადაჭარბებული მოქმედების შედეგია.
„ტრამპის ადმინისტრაციამ ნათლად განაცხადა: ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცენზურას და გავასაჩივრებთ დამამძიმებელ რეგულაციებს, რომლებიც სამიზნეში იღებს საზღვარგარეთ აშშ-ის კომპანიებს. ველოდებით, რომ ევროკავშირი ჩაერთვება ღია, სამართლიან და ორმხრივ ვაჭრობაში“, – წერს ელჩი.

კომენტარები
