ამჟამინდელი ევრო ბიუროკრატია ღიად ატარებს ლიბერალურ პოლიტიკას და მათთვის მიუღებელია ეროვნული პოლიტიკა, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ კრისტოფერ ლანდაუს განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამერიკის შეფასება სწორედ ამაზე მიუთითებდა.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ბრიუსელი ასე ღიად არ უნდა ერეოდეს კონკრეტული სახელმწიფოების შიდა საქმეებში. ძალიან არის შესუსტებული ევროკავშირის ეკონომიკის წილი მთელს მსოფლიოში.
ღიად უნდა ითქვას აპირებს თუ არა ნატო გაფართოებას და თუ არ აპირებს, მაშინ როგორი სტრატეგია უნდა აირჩიონ იმ სახელმწიფოებმა, ვისაც აქვს ნატოში გაწევრიანების სურვილი. სიმართლე უნდა ითქვას ნატოს გაფართოებასთან მიმართებაში. ფაქტი ერთია, რომ დღევანდელი ევრობიუროკრატია ვერ პასუხობს ვერც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ვერც მათი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მოთხოვნებს “, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
