ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს სამ პალესტინელს, რომლებიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მანქანებს ქვებს ესროდნენ. მათივე ცნობით, სროლისას ერთ-ერთი პალესტინელი დაიღუპა.
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია მომხდარს ადასტურებს და აცხადებს, რომ შემთხვევას ერთი პირი ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ერთი დღით ადრე ისრაელის ჯარისკაცებმა კიდევ ერთი პალესტინელი მოზარდი მოკლეს, რომელიც მათკენ მანქანით მოდიოდა, ასევე, გამვლელი დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჰებრონში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. ისრაელის უსაფრთხოების წარმომადგენელმა, ანონიმურობის პირობით, განაცხადა, რომ მანქანას 17 წლის ახალგაზრდა მართავდა, მეორე დაღუპული კი 55 წლის იყო.
კომენტარები
