ევროკავშირის ყოფილმა უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპას პოლიტიკური ომი გამოუცხადა.
„ვენსმა მიუნხენში უკვე ნათლად გამოხატა თავისი ზიზღი ევროპის მიმართ, რომელიც ტრამპმა თავისი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დონემდე აამაღლა. ეს ევროკავშირისთვის პოლიტიკური ომის გამოცხადებაა. მას სურს თეთრი ევროპა, დაყოფილი ერებად, რომელიც დაემორჩილება მის მოთხოვნებს და ხმას მისცემს ვისაც სურს. ევროპელმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ იმის უარყოფა, რომ ტრამპი ჩვენი მოწინააღმდეგეა, შიშისა და თვითკმაყოფილი დუმილის მიღმა დამალვა და ამის ნაცვლად მტკიცედ დაიცვან ევროკავშირის სუვერენიტეტი – ტექნოლოგიებში, უსაფრთხოების სფეროსა და თავდაცვაში, აგრეთვე პოლიტიკაში“, – დაწერა ბორელმა.
