რაც შეეხება ყირიმს, ჩვენ არ გვაქვს ძალა, რომ სრულად დავიბრუნოთ ჩვენი უკრაინული ნახევარკუნძული ყირიმი, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის ჰკითხეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინტერვიუს შესახებ, რომელშიც მან ახსენა უკრაინის ლიდერის პირველი საუბარი პუტინთან და მისი სიტყვები იმის თაობაზე, რომ უკრაინა დაიბრუნებდა ყირიმს და გაწევრიანდებოდა ნატოში.
„და დღეს, რაც შეეხება ყირიმს, ჩვენ არ გვაქვს ძალა, რომ სრულად დავიბრუნოთ ჩვენი უკრაინული ნახევარკუნძული ყირიმი. და შესაძლოა, ეს ნამდვილად ვთქვი პირველ შეხვედრაზე [პუტინთან] და ვფიქრობ, რომ მართალი ვიყავი“, – დასძინა მან.
კომენტარები
