თბილისში ბიზნესმენი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. თბილისის ცენტრიდან გატაცებული პირი სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძეა, რომელსაც გამტაცებლები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით კონკრეტულ თანხას სძალავდნენ.
როგორც ტელეკომპანიასთან საუბრისას გია ჯიბლაძე ყვება, იგი სახლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს.
ბიზნესმენი ამბობს, რომ 4 გამტაცებელი მიკრო ავტობუსით გადაადგილდებოდა, რომლებმაც თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.
ჯიბლაძის თქმით, გატაცებას წინ უძღვოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან. ჯიბლაძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა აცხადებს, რომ თავად ზურაბ წერეთელი არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული.
გია ჯიბლაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მის კაბინეტში სროლაც იყო.
შეგახსენებთ, რომ სავარაუდო გამტაცებლები სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად გუშინ დააკავეს. 4 პირი გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით აიყვანეს. ისინი ბიზნესმენს 150 ათას დოლარს სძალავდნენ და 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ.
გამოძიება გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.
თბილისში ბიზნესმენი გაიტაცეს – გატაცებას წინ უძღვოდა დაპირისპირება
2017/06/13 13:02:23
კომენტარები
ნანახია: 1782 ჯერ