აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა „დემოკრატი“ კონგრესმენები მწვავედ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი სამართალდამცველ ოფიცრებზე თავდასხმებს ამართლებენ.
ნოემმა კონგრესში გამართული მოსმენის დროს აღნიშნა, რომ კანონდამრღვევი ადამიანების დაცვა სამარცხვინოა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ფედერალურ ოფიცრებს რადიკალი აქტივისტები თავს ესხმიან.
„ჩვენი ფედერალური ოფიცრების მიმართ მოკვლის მუქარები 8000%-ით არის გაზრდილი. ჩვენი ოფიცრები სახელმწიფოს ემსახურებიან ამ რთულ პერიოდში, როცა აქტივისტები და რადიკალები მათ თავს ესხმიან და მათ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. ვფიქრობ, სამარცხვინოა, როცა იცავთ იმ ინდივიდებს, რომლებიც კანონებს არღვევენ. თუკი კანონებს არ დავიცავთ, სახელმწიფოებრიობას დავკარგავთ. თქვენი საქმე სწორად კანონების შეცვლაა. თუკი არ მოგწონთ რომელიმე კანონი, იმსჯელეთ და შეცვალეთ. შეწყვიტეთ ჩვენს ოფიცრებზე თავდასხმა, შეწყვიტეთ პროტესტი და მათი მისამართით საძაგელი შეძახილები. ჩემი აზრით, თანამდებობებიდან გათავისუფლებას იმსახურებთ“, – თქვა ნოემმა.
