უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ დროა ბრიუსელსა და მის მეგობრებს ვინმემ შეახსენოს, რომ ევროპას მშვიდობა სჭირდება და არა აპოკალიფსური განცხადებები.
ასე გამოეხმაურა კოვაჩი ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებას, რომ ევროპას უახლოეს ხუთ წელიწადში რუსეთისგან თავდასხმა და მასშტაბური ომი ემუქრება.
უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ომის მსურველები არსებობენ.
⚠️ Here we go again: @SecGenNATO Mark Rutte now “warns” we must “prepare for the scale of war our grandparents endured.”
👉 And they still claim we’re “exaggerating” about warmongering in the EU…
🕊️ Maybe someone should remind Brussels and its friends: Europe needs peace, not… https://t.co/eI2lziHC2g
— Zoltan Kovacs (@zoltanspox) December 11, 2025
