უნგრეთის პოლიციამ პარასკევს შესთავაზა პროკურორებს, ბრალი წაუყენონ ბუდაპეშტის ლიბერალ მერს, გერგელი კარაჩონის ივნისში LGBTQ+ უფლებებისადმი მიძღვნილი აქციის ორგანიზებაში მისი როლის გამო, რომელიც მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტში გადაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ბუდაპეშტის მთავარმა პროკურატურამ Reuters-ისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში დაადასტურა, რომ მათ პოლიციის გამოძიების მასალები მიიღეს. პროკურატურამ არ დააკონკრეტა, წაუყენებს თუ არა ბრალდებას მერს ან რა ბრალდებები შეიძლება იყოს ეს.
კომენტარები
