ირანმა ომანის ყურეში სანავთობო ტანკერი და ეკიპაჟის 18 წევრი დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაკავებულთა შორის ინდოეთის, შრი-ლანკისა და ბანგლადეშის მოქალაქეები არიან. ოფიციალური თეირანის ცნობით, გემს კონტრაბანდული ნავთობი გადაჰქონდა, ეკიპაჟმა ტვირთის შესახებ ვერანაირი დოკუმენტის წარმოდგენა ვერ შეძლო.
ამასთან, ომანის ყურეში ცურვის დროს გემს ნავიგაციისა და პოზიციის მითითების სისტემები გამორთული ჰქონდა.
კომენტარები
