უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
ორბანი აღნიშნავს, რომ უნგრეთი ბრიუსელის სქემაში მონაწილეობას არ აპირებს.
„ამასთან, ისინი წევრი სახელმწიფოებისგან დამატებით 135 მილიარდ ევროს ითხოვენ კონფლიქტის გასაღვივებლად. უნგრეთი არ აპირებს ბრიუსელის ამ დამახინჯებულ სქემაში მონაწილეობას. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა ესკალაცია“, – წერს ორბანი.
ცნობისთვის, 12 დეკემბერს ევროკავშირის ელჩები რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვაზე შეთანხმდნენ.
კომენტარები
