რუსთავში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ასანთებად ემზადებიან. დღეს, საღამოს 8 საათზე, რუსთავის თავისუფლების მოედანზე, საშობაო სოფელი გაიხსნება და რუსთავის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთება.
დღესასწაულზე მისულ რუსთაველებს, უამრავ სიურპრიზთან ერთად, ულამაზესი საშობაო მეჯლისი და ანსამბლი “ქართული ხმების” კონცერტი ელოდებათ.
რუსთავის საშობაო სოფელი, საბავშვო ატრაქციონებით, თოვლის ბაბუით და საშობაო ტკბილეილით დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით მიიღებს სტუმრებს.
კომენტარები
